საქართველოს ჩლიქოსანთა რქები

კოლექციის შესახებ

 

საქართველოს ჩლიქოსანთა რქები

            საქართველოს ჩლიქოსანთა რქებინაწილია იმ კოლექციისარომელიც 1921 წელს ემიგრაციაში მიმავალ საქართველოს მთავრობას უნდა გაეტანა, მაგრამ მათი გემზე ატანა მოუხერხებელი აღმოჩნდა და ბათუმში დატოვეს. 1922 წელს კი აჭარის მუზეუმში გადმოიტანეს.

        ჯიხვი, კავკასიის ენდემია, რომელიც მსოფლიოს სხვა კუთხეში არ მოიპოვება და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე, წითელ წიგნშია შეტანილი და აკრძალულია მასზე ნადირობა. ეს არის დიდი ზომის თხა, რომელიც უმეტესად იკვებება ალპური ბალახეულით. ცნობილია მისი ორი სახეობა: დასავლეთ კავკასიური და აღმოსავლეთ კავკასიური.

        აღმოსავლეთ კავკასიური (დაღესტნის) ჯიხვი ბინადრობს კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში.     მას  ახასიათებს გაშლილი სპირალისებური რქები.   დასავლეთ კავკასიური  ანუ სევერცოვის ჯიხვი გავრცელებულია დიდი კავკასიონის ქედის   დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთით   მყინვარამდეახასიათებს  ნამგლისებურად  მოღუნული    რქები.   

გაზიარება